ირანელი გენერალი ისრაელს განადგურებით ემუქრება

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპიკერი, ბრიგადის გენერალი აბოლფაზლ შეკარაჩი ისრაელს სრული განადგურებით დაემუქრა.

"ჩვენ ისრაელის განადგურებაზე უკან არ დავიხევთ, ერთი მილიმეტრითაც კი. ჩვენ გვსურს მსოფლიოში სიონიზმის განადგურება," - თქვა შეკარაჩიმ ირანის სტუდენტურ ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას.

ორშაბათს ირანსა და დასავლურ ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები თეირანისთვის სანქციების მოხსნას გეგმავენ, თუ ირანი ბირთვულ პროგრამაზე დროებით შეზღუდვებს დათანხმდება.

ისრაელი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მიზანი ბირთვული იარაღის შექმნაა.

ირანელმა გენერალმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების გამო ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საემიროებიც გააკრიტიკა. 

შეკარაჩი ისრაელის მიმართ მსგავს განცხადებებს წარსულშიც ხშირად აკეთებდა.

 

მსგავსი სიახლეები