ირანი აცხადებს, რომ რუსეთისთვის კამიკაძე დრონები არ გადაუცია
ირანი უარყოფს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით 17 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა.
ქანაანის თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს, დასავლური წყაროებით ვრცელდება და "პოლიტიკური მიზნები" აქვს.
"ჩვენ იარაღი ომში მყოფი არცერთი მხარისთვის არ გადაგვიცია," - თქვა მან.
კონტექსტი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, დღეს დილით რუსი ოკუპანტები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაესხნენ თავს. კიევში დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი.
კიევზე თავდასხმა დაახლოებით 7:00 საათზე მოხდა. ქვეყნის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში ორი აფეთქების ხმა გაისმა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის უფროსის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, სადგურთან ახლოს ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.
მთლიანობაში, დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში დამპყრობლებმა 28 კამიკაძე დრონი გამპიყენეს, მაგრამ მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.