ირანის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები მოსკოვს ეწვევიან
რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები სამშაბათს, მოსკოვში ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა 2022 წლის 28 დეკემბერს ამ ფორმატში გამართული წინა შეხვედრის გაგრძელებაა.
თურქეთის, სირიისა და ირანის დაზვერვისა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები მოსკოვში გაემგზავრებიან.
"ჩვენი მიზანია პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარება და მშვიდობასა და სიმშვიდის რეგიონში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება", - განაცხადა აკარმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთს სურს ტერორიზმთან ბრძოლა გააგრძელოს, თურქეთში მყოფი სირიელები ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც დამატებით პრობლემებს შეუქმნის ამ ადამიანებს.
შეხვედრის მთავარი თემა, როგორც ჩანს, სირიაში არსებული ვითარება იქნება.