ირანმა კატარს განუცხადა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება "გარდაუვალია"
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თავის კატარელ კოლეგას შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება "გარდაუვალია."
"ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ინტენსივობის გაფართოების გამო, ომის მასშტაბების გაფართოება გარდაუვალი გახდა," - ციტირებს ირანული Press TV ამირ-აბდოლაჰიანის.
ირანი და მისი ტერორისტული ქსელის წამომადგენლები ლიბანში, იემენში, სირიასა და ერაყში ისრაელ-ჰამასის ომის რეგიონში გაფართოების საფრთხეს ქმნიან.
ომის დაწყება 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ გამოიწვია, რომლის დროსაც დაახლოებით 1400 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამასთანავე 240 ადამიანი ღაზაში მძევლად არის წაყვანილი.
შეერთებულმა შტატებმა თეირანის შეკავების მიზნით რეგიონში უკვე გაგზავნა ორი ავიამზიდის ჯგუფი და ატომური წყალქვეშა ნავი.
კატარი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ჰამასთან, ცდილობს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში შუამავალი იყოს.