ირლანდია კორონავირუსის ახალი ტალღის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს

 

ირლანდიის ხელისუფლებამ სამშაბათს კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყების გამო შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ზომების მიღების გარეშე საავადმყოფოები დატვირთვას ვერ გაუძლებენ.

სახელმწიფომ ყველა დაწესებულებას მოუწოდა შეძლებისდაგვარად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. ყველა რესტორანი, ბარი, პაბი და ღამის კლუბი 00:00-ზე დაიხურება. კინოებს და თეატრებს კი მხოლოდ ვაქცინირებული სტუმრების მიღება შეეძლებათ.

მოსახლეობისადმი მიმართვაში მაიკლ მარტინმა თქვა, რომ იანვრის შემდეგ ყველაზე ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

პრემიერის განმარტებით, ირლანდიის სამედიცინო სისტემა კრიტიკულ ზღვარზეა, რადგან ქვეყანაში 614 პაციენტია ჰოსპიტალიზებულია, 114 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. 

ირლანდიის საავადმყოფოებში ამჟამად 300-მდე რეანიმაციული განყოფილებაა თავისუფალი. 

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ნახევარი სრულწლოვანი მოსახლეობის იმ 7%-დან არიან, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილა.

ირლანდიის პრემიერის თქმით, რომ არა ვაქცინაციის მაღალი რიცხვი, ქვეყანაში სრული ლოქდაუნის დაწესება გარდაუვალი იქნებოდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები