‘ისლამური სახელმწიფოს’ ორგანიზებულ თავდასხმას 11 ერაყელი სამხედრო ემსხვერპლა

 

21 იანვრის ღამეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყის სამხედრო ბაზაზე ორგანიზებულ თავდასხმას თერთმეტი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდასხმა ერაყის აღმოსავლეთ პროვინცია დიიალაში მოხდა.

პროვინციის გუბერნატორმა ერაყის შეიარაღებული ძალები თავდასხმისთვის მოუმზადებლობასა და „დაუდევრობაში“ დაადანაშაულა.

„ისლამური სახელმწიფო“, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს ერაყისა და სირიის ფართო ტერიტორიებს დაეუფლა, 2017 წლის დეკემბერში საერთაშორისო ანტიტერორისტულმა მისიამ საგრძნობლად დაასუსტა.

უკან დახევის მიუხედავად, ორგანიზაცია კვლავ აქტიურია ერაყის სუნიტურ პროვინციებში.

გაეროს თანახმად, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ათასამდე მებრძოლი რჩება.

მსგავსი სიახლეები