ისრაელი და ჰამასი ღაზაში ომის ერთთვიან შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ - TOI
ისრაელი და ჰამასი პრინციპში თანხმდებიან, რომ ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებში გაცვლა შეიძლება ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს მოხდეს, მაგრამ მხარეები ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზას სექტორში.
ამის შესახებ The Times of Israel-ს სამმა წყარომ განუცხადა.
კატარის, ვაშინგტონისა და ეგვიპტის ხელმძღვანელობით ინტენსიური შუამავლობა ბოლო კვირებში ფოკუსირებულია ეტაპობრივ მიდგომაზე, რათა გაათავისუფლონ სხვადასხვა კატეგორიის ისრაელელი მძევლები - მშვიდობიანი მოქალაქეებიდან და ჯარისკაცებამდე - საომარი მოქმედებების შეწყვეტის, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების და ღაზაში დახმარების შესვლის სანაცვლოდ.
ისრაელმა ამ კვირაში ჰამასს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რომლის დროსაც ჰამასი ეტაპობრივად გაათავისუფლებდა მძევლებს პალესტინელი უსაფრთხოების პატიმრების სანაცვლოდ. წინადადების თანახმად, იაჰია სინვარს და ჰამასის სხვა ლიდერებს ღაზადან სხვა ქვეყნებში გადასვლის უფლება ექნებოდათ.
ეგვიპტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰამასმა უარყო ეს წინადადება.
The Times of Israel-ის ექვსი წყაროს ცნობით, ჰამასის მიერ გეგმაზე უარის თქმის მიზეზი ის იყო, რომ ვერ მოხერდა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო პირობებზე შეთანხმება.
პალესტინური წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ეტაპობრივ მოლაპარაკებას ცდილობდა, ჰამასს "პაკეტური შეთანხმება" სურს, რომელიც მუდმივი ცეცხლის შეწყვეტით დასრულდება, სანამ საწყის ეტაპზე მძევლები გათავისუფლდებიან.
ისრაელი და ჰამასი შუამავლების მეშვეობით საუბრობენ და არა პირდაპირ.
ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ღაზაში ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 132 მძევალი რჩება. IDF-მა 28 მათგანის სიკვდილი ღაზაში მოქმედი სამხედროების მიერ მოპოვებული ახალი სადაზვერვო ცნობებით დაადასტურა.