ისრაელის პრემიერი: ვაქცინის მეოთხე დოზა ომიკრონისგან დაგვიცავს

 

ისრაელის მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტზე ისაუბრა.

"ცუდი ამბავი გვაქვს, როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონი ისრაელში ძალიან სწრაფად ვრცელდება. შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება." - თქვა ბენეტმა.

"დაახლოებით 10 დღეში გვეცოდინება რამდენად სერიოზულია ვირუსის ეს ვარიანტი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. "არჩევანი უნდა გავაკეთოთ დღეს მარტივი შეზღუდვების დაწესებასა და მოგვიანებით ბევრად რთული ნაბიჯების გადადგმას შორის."

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში ომიკრონის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-ს შეადგენს.

ბენეტი აცხადებს, რომ იმედი აქვს ჯანდაცვის სპეციალისტები ვაქცინის მეოთხე დოზას რეკომედაციას მალე მისცემენ, რაც ადამაინების დაცულობას გაზრდის.

 

 

მსგავსი სიახლეები