ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ გავწმინდეთ ქვეყნის ტერიტორია და შეტევაზე გადავედით
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ჰამასის თავდასხმას უწოდებს "ყველაზე უარეს ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც მსოფლიოში ოდესმე მინახავს."
"ათასობით ტერორისტი შემოიჭრა განადგურების, მკვლელობის, ძარცვისა და ხოცვა-ჟლეტის მიზნით." - თქვა განალნტმა. "როგორც ჯარისკაცი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბევრ საშინელებას შეესწრო, მე მსგავსი არაფერი მინახავს."
მან ტერორისტების სისასტიკის მაგალითები მოიყვანა: "ერთმანეთზე მიბმული ბავშვები და მკვლელობები, დამწვარი ხალხი, ბარბაროსული საქციელი, რომელიც ებრაელ ხალხს 1945 წლის შემდეგ არ განუცდია. და ეს ქმედებები მხოლოდ მებრძოლთა გმირობამ შეაჩერა."
მინისტრმა ოფიცრებისა და ჯარისკაცების გმირობის ისტორიები მოყვა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თავდამსხმელები შეეჩერებინათ. ზოგიერთი მათგანი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგი კი აგრძელებდა ბრძოლას. მისი თქმით, მათ ზოგიერთი დატყვევებული გაათავისუფლეს.
გალანტმა ტყვიების გარეშე დარჩენილ ქალ სამხედროზე ისაუბრა, რომელიც მოკლულ ტერორისტთან მივიდა, მისი ხელყუმბარა აიღო, მეორე ტერორისტს გვერდით ოთახში შეუგდო და მისი ლიკვიდაცია შეძლო.
ასევე, მისი თქმით ერთმა გენერალმა 14 ტერორისტი მოკლა.
"ესენი არიან გმირები, რომლებმაც შეაჩერეს მკვლელობები… ჩვენ გავწმინდეთ ტერიტორია და შეტევაზე გადავედით." - აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პარტია "ეროვნული ერთიანობის" ლიდერ ბენი განცთან ერთობლივი სატელევიზიო განცხადებისას გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი "განადგურდება."
"ჰამასი - ღაზას ისლამური სახელმწიფო - აღიგვება მიწისაგან პირისა," - თქვა მან. "ის არ გააგრძელებს არსებობას. აღარ იქნება სიტუაცია, როდესაც ისრაელის ბავშვები მოკვდებიან იქნებიან და ჩვენ ყველანი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ."