იტალიის პოლიციამ ვაქცინაციის ცენტრზე თავდასხმისთვის ორი ანტი-ვაქსერი დააპატიმრა
შაბათს, იტალიის პოლიციამ დააპატიმრა ორი ანტი-ვაქსერი, რომლებიც ბრალდებული არიან Covid-19-ის ვაქცინაციის ჰაბზე მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმაში.
პაოლო პლუდა და ნიკოლა ძანარდელი ღამით დააპატიმრეს ტერორისტული თავდასხმის ბრალდებით.
თავდამსხმელებმა 3 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბრეშაში, ვაქცინაციის ცენტრს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და ცენტრის ერთი პავილიონი დააზიანეს.
ვაქცინები, რომლებიც სპეციალიზებულ მაცივარში ინახება, არ დაზიანებულა.
ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პლუდამ, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა: “თუ ჩვენ გვინდა მტრის განადგურება, ჩვენ უნდა გამოვიყენო იგივე იარაღი “შიში” და მათი შიში არის ჩვენი ერთიანობა. სხვა გამოსავალი არ არის.”