ივან კოლონა: კორსიკელი ნაციონალისტის მკვლელობიდან გზა ავტონომიამდე?

ივან კოლონა კორსიკელი ნაციონალისტი იყო, რომელსაც საფრანგეთის სასამართლოსგან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2 მარტს, მას ციხეში კამერუნელი ჯიჰადისტი დაესხა თავს, რის შემდეგაც, იგი მარსელის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კომაში მყოფი დაზარალებულის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და 21 მარტს გარდაიცვალა. 

ივან კოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კორსიკაზე სახალხო გამოსვლები და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები იმართებოდა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაშიც არაერთხელ გადაიზარდა. 

გარდაცვლილი პატიმარი, კორსიკელი ნაციონალისტების თვალში  დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ეროვნულ გმირად იყო აღქმული, რის გამოც, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საფრანგეთის მთავრობას რამდენიმეჯერ მიმართეს, რაც ყველა ჯერზე უშედეგოდ დასრულდა. 

მოკლედ: ვინ იყო ივან კოლონა?

1998 წელს კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობა მოხდა. საკონცერტო დარბაზიდან გამოსული  კლოდ ერინაკს, რომელიც კუნძულის პრეფექტი იყო, უკნიდან სამი ტყვია ესროლეს და ადგილზე მოკლეს, რაც მისი მეუღის თანდასწრებით მოხდა. 

საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოებმა პრეფექტის მკლელობაში ბრალდებული ივან კოლონა 5 წლის შემდეგ, 2003 წელს დააკვეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, იყო ვერსიები, რომ მანდ ქვეყანა დატოვა და სამხრეთ ამერიკაშიგაიქცა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ იგი კორსიკის მთებში იმალებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს უარყოფდა და მასმედიის საშუალებებს მისი "იმიჯის" დამახინჯებაში დებდა ბრალს, 2007 წელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. 

მთელი ამ დროის განმავლობაში, ივან კოლონა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი იყო. მის მიმართ, კორსიკაზე ყოველთვის განსხვავებული მოსაზრებებს შეხვდებით.

ზოგიერთისთვის, იგი  უდანაშაულოა და მიაჩნიათ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც მკლელობაში მის მონაწილეობას ადასტურებს. ასევე, არსებობს ხალხი, ვისთვისაც ივან კოლონა კუნძულის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი "რობინ ჰუდი" იყო, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა და მისი 5 წლიანი გაუჩინარებაც, დიდწილად ადგილობრივი მოსახლეების "ომერტას" ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

მისი დაპატიმრების შემდეგ, კორსიკელების ნაწილი ხშირად მართავდა აქციებს, სადაც პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მეტიც, 2009 და 2011 წელს სააპელაციო სასამართლომ კოლონას საქმე ხელახლა განიხილა, თუმცა ვერდიქტი არცერთ შემთხვევაში არ შეუცვლია და იგი კვლავ სამუდამო პატიმრობაში დატოვა. 

ივან კოლონასთან მიმართებით ადგილობრივების პროტესტს ის ფაქტიც იწვევდა, რომ იგი სასჯელს კონტინენტურ საფრანგეთში - ქალაქ არლში იხდიდა და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი კორსიკაზე გადაყვანა არ დაკმაყოფილდა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეფექრტის მკლელობის შემდეგ, კორსიკის ყველაზე დიდ ქალაქებში - აიაჩოსა და ბასტიაში არაერთი საჯარო მსვლელობა გაიმართა, სადაც კორსიკელებმა აღნიშნული დანაშაული დაგმეს და დაღუპულის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

კოლონას მკვლელობა - კორსიკის გზა ავტონომიამდე?

პროკურორის განცხადებით, ივან კოლონა ციხის სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ფრანკ ელონგ აბე, 35 წლის ყოფილი ჯიჰადისტი დაესხა თავს, რომელსაც ბრალი ტერორისტულ თავდასხმაში ედება.

ცნობილია, რომ თავდამსხმელი კოლონას 8 წუთის განმავლობაში ურტყამდა და პირსახოცითა და ნაგვისთვის განკუთვნილი პარკით მის დახრჩობას ცდილობდა.

დაკითხვის დროს, მან განაცხადა, რომ ფრანკ აბემ განაცხადა, რომ მან კოლონას მოკვლა მუჰამედის გმობისთვისა და დაცინვისთვის საპასუხოდ განიზრახა. 

თუმცა, ამ საქმეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძლება აღმოაჩნდეს, რადაგანაც გასული დღეების განამვლობაში, კორსიკის სხვადასხვა ქალაქებში სახალხო მღელვარება იყო. 13 მარტის მდგომარეობით, კორსიკაზე 67 ადამიანი იყო დაშავებული, საიდანაც 44 პოლიცია იყო. 

ამავდროულად, დემონსტრაციების დროს კორსიკის საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის საკითხი არაერთხელ გაჟღერდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც კუნძულს გასულ კვირას სტუმრობდა, განაცხადა, რომ პარიზმა შესაძლოა ავტონომიის საკითხი განიხილოს, რაც აქამდე ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურებიოდა. 

განვლილი პერიოდის განმავლობაში, მაკრონი მუდმივად თავს არიდებდა ამ საკითხზე საუბარს, რაც საზოგადოებაში ტოვებდა აღქმას, რომ კორსიკის ავტონომიას პრეზიდენტისგან მოქმედი პრეზიდენტისგან ტაბუ ჰქონდა დადებული, თუმცა ივან კოლონას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მისი პოზიციების გადახედვა შეიძლება გამოიწვიოს, რაც ავტონომიაზე "საუბრის დაწყების" ინიციატავასა და პრეფექტის მკლელობაში ბრალდებული სხვა ორი პატიმრის კორსიკაზე გადაყვანის მზაობაში უკვე გამოიხატა.

საფრანგეთში ახლა საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს და ამ კონტექსტში, კორსიკის ავტონომიის საკითხი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აქტუალური გახდება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები