ლე პენი - 33%, ფილიპი - 16% – Ifop-Fiducial-ის კვლევა

2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვრამეტი თვით ადრე, გამოკითხვების თანახმად, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერები მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა ლიდერობენ და თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ.
ვითარების არსი: L'Opinion-ისთვის ჩატარებული Ifop-Fiducial-ის კვლევით, ულტრა-მემარჯვენე პოლიტკოსების მხარდაჭერა მაღალია.
- ხუთ სხვადასხვა კონფიგურაციაში ჩატარებული გამოკითხვით, ბარდელას და ლე პენს თანაბარი მხარდაჭერა აქვთ - 33%, ხოლო კიდევ ოთხ კონფიგურაციაში ბარდელას მხარდაჭერა უფრო მაღალია.
- აღსანიშნავია, რომ მათი მხარდაჭერა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მათი პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" შედეგი იყო 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში (31.37%) და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში (33.15%).
- მარკონისტულ, ცენტრისტულ ბანაკში კანდიდატობის ფავორიტი ექს-პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპია, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია, ვისაც ამ პოლიტიკური ჯგუფის მეორე ტურში გადაყვანა შეუძლია. სხვადასხვა კონფიგურაციაში მისი მხარდაჭერა 16-დან 19%-მდე მერყეობს.
- მაკრონის მხარდაჭერილ ცენტრისტულ ბანაკში სხვა კანდიდატების რეიტინგი ასეთია: გაბრიელ ატალი (10%), ჟერალდ დარმანენი (7%) და ფრანსუა ბაირუ (3%).
- თუკი სოციალისტური პარტიის კანდიდატი ოლივიე ფორი იქნება, ფილიპი მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ხოლო თუ რაფაელ გლუქსმანი - მისი რეიტინგი მცირდება.
ჩაშლილად: კვლევის მიხედვით, სოციალისტური პარტიის საუკეთსო კანდიდატი რაფაელ გლუქსმანია ხმების 14-16%-ით.
- ის მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება ედუარ ფილიპს (გლუქსმანი - 15%; ფილიპი - 16%) და მეორე ტურში გასვლის და ჯორდან ბარდელასთან ან მარინ ლე პენთან დაპირისპირების რეალური შანსი აქვს.
- ევროპარლამენტის წევრი გლუქსმანი ყველაზე მეტ ხმას ცენტრისტული ბლოკის კანდიდატებს ართმევს.
- "მაკრონისტული ელექტორატისთვის მისაღები სწორედ რაფაელ გლუქსმანია," - აღნიშნა Ifop-ის გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ დაბიმ LCI-ზე.
კონტექსტი: 2025 წლის მარტში მარინ ლე პენს ევროპარლამენტში ყალბი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საიდანაც ორი წელი პირობითია, ასევე 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
- მას ასევე ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალა არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა.
- საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში ჩატარდება.
- ემანუელ მაკრონს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს.