საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპი პუტინისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ-მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ალასკაზე რუსეთის ლიდერისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს.

State Of Play: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარო X-ზე წერს, რომ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინთან მომავალი შეხვედრის დროს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით შედგება. 

  • გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას შეუერთდება, რომელიც "მსურველთა კოალიციის" ქვეყნებმა საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ შეიმუშავეს.

Big Picture: ზელენსკი ბერლინში 13 აგვისტოს ჩავიდა, სადაც მან ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები "მოლაპარაკებების საგანი არ იქნება" არავისთან, გარდა უკრაინის პრეზიდენტისა.
  • გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოლაპარაკებების კომენტირებისას თქვა, რომ "უკრაინა მზადაა, ტერიტორიული საკითხები განიხილოს, მაგრამ საწყისი პოზიცია უცვლელი იქნება. ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული აღიარება არ განიხილება."

მსგავსი სიახლეები