ჯეიმს ჰიპი: ქიმიური იარაღის საპასუხოდ, ყველა სცენარს განვიხილავთ
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრის, ჯეიმს ჰიპის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევას, დასავლეთი რუსეთს პროპორციულ პასუხს დაუბრუნებს.
"თუკი ისინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, მაშინ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საპასუხოდ ყველა შესაძლო სცენარი განიხილება" - განაცხადა მინისტრმა.
ჯეიმს ჰიპის განმარტებით, არის გარკვეული ქმედებები, რომელიც ზღვარს მიღმა გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდება, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, რისი დადასტურებაც, სათანადო რეაქციას გამოიწვევს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ერთად, დიდი ბრიტანეთი, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გადამოწმებაზე მუშაობს.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარიუპოლის მყოფმა "აზოვის" ბატალიონის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კრემლმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.