ჯონსონი მიესალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებების ხელმოწერას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიესალმა თურქეთში შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც განბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"მივესალმე გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულის შავი ზღვის გავლით გადატანისა და რუსეთის ბლოკადის დასრულების შესახებ. დიდი ბრიტანეთი ურყევად დგას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი ხალხის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, რადგან ისინი იგერიებენ რუსეთის აგრესიას", - თქვა მან.
ჯონსონმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცადა, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია კონსერვატორული პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე.