კალასი: ნატო არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსეთის იმპერიალიზმს ემუქრება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ ესტონეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის თავისუფალი არჩევანია და რუსეთის მტკიცება, რომ ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას, მითია.
ამის შესხებ კალასმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაწუყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
სინგაპურში, "შანგრი-ლას დიალოგის" კონფერენციაზე გამოსვლისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოზე არსებული რუსული ცრუ ნარატივი გააკრიტიკა.
"ნატოში გაწევრიანება ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა, ვთქვათ, გარედან თავს მოხვეული. ისინი საუბრობენ ნატოს გაფართოებაზე, როგორც პროცესზე, რომელიც რატომღაც არ არის დაკავშირებული ქვეყნების ნებასთან, მაგრამ მე ამას არ ვადასტურებ." - განმარტა მან.
კალასმა რუსეთზე ისაუბრა, როგორც უკანასკნელ კოლონიალურ ძალაზე, რომელიც "რეალურად კოლონიზაციას და იმპერიის გაფართოებას ცდილობს."
მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ნატოს ესკალაციაში ადანაშაულებენ, რუსეთის მიერ წახალისებულ იმპერიალისტურ ენასა და იდეოლოგიას იზიარებენ.
"ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს", - განაცხადა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მესამე პუნქტი იყო ომზე სათანადო რეაგირებისკენ მოწოდება, რათა სხვა ქვეყნები მიერ მსგავსი აგრესიის დაწყება არ წახალისდეს.