კანადა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობას აორმაგებს

 

კანადამ მიიღო გადაწყვეტილება გააფართოოს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მისია UNIFIER და გააორმაგოს უკრაინაში მყოფი სამხედროების რიცხვი. ამგვარად, უკრაინაში კანადელი ინსტრუქტორების რიცხვი 400-მდე გაიზრდება. 

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადელი ინსტრუქტორები უკრაინაში 2025 წლამდე დარჩებიან. ტრუდოს განმარტებით, კანადა უკრაინას დაეხმარება არალეტალური შეიარაღებით, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციით და ხელს შეუწყობს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას. 

გარდა ამისა, კანადა უკრაინას 340 მილიონი დოლარის ფინანსურ პაკეტს გამოუყოფს. კანადაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირება საფრთხეს უქმნის კანადის ნაციონალურ ინტერესებს, რაც მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას გულისხმობს. 

სამხედრო მისია UNIFIER უკრაინულ-კანადური ინიციატივაა, რომლის მთავარი მიზანიც გამოცდილების გაზიარებით და წვრთნებით უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაა. 

 

მსგავსი სიახლეები