კანარის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა

კანარის კუნძულებზე, ქალაქ ლა პალმაში ვულკანი ამოიფრქვა. სამაშველო სამსახურებმა 5 500 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, დამწვარი და დანგრეულია სახლები.

კუმბრე ვიეხას ვულკანიდან ლავამ ამოფრქვევა კვირას დაიწყო.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კუნძულზე 100-ზე მეტი სახლი დაიწვა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ლა პალმაში ჩაფრინდა და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს.

საევაკუაციო სამუშაოებში სამხედროები და სამოქალაქო გვარდიაც არიან ჩართული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან ვულკანთან ახლოს მდებარე ოთხივე სოფელში სავალდებულო ევაკუაცია სწრაფად მოხდა.

კუმბრე ვიეხას ვულკანი ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა. ის ლა პალმას კუნძულის სამხრეთით მდებარეობს, სადაც 80 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები