კაპიტოლიუმში ღაზაში ომის მოწინააღმდეგე 300-მდე მომიტინგე დააკავეს
კაპიტოლიუმის პოლიციამ, ოთხშაბათს, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის საწინააღმდეგო დიდი დემონსტრაციის დროს დაახლოებით 300 ადამიანი დააკავა.
Axios-ის ცნობით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს, აშშ-ის კაპიტოლიუმში შესვლა შეიზღუდა.
ABC News იუწყება, რომ დაკავებულია 300-მდე ადამიანი.
პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ ოთხშაბათს კაპიტოლიუმის შიგნით და მის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთი დემონსტრანტი, რომელიც ორგანიზებული იყო მემარცხენე ებრაული ჯგუფის მიერ (ებრაული ხმები მშვიდობისთვის. - რედ.), Cannon House-ის ოფისის შენობაში უსაფრთხოების სხვადასხვა საგუშაგოების გავლით შევიდა და როტონდაში შეიკრიბა.
ამ კვირის დასაწყისში, თეთრ სახლთან მსგავსი დემონსტრაცია ჩატარდა, რომელზეც ათობით ადამიანი დააპატიმრეს.
პოლიციის თქმით, მომიტინგეებს, ისევე როგორც ყველა სხვას, შეუძლიათ ლეგალურად შევიდნენ კაპიტოლიუმში და იურიდიული პრობლემების წინაშე მაშინ დგებიან, როცა არეულობას ქმნიან.