ხარკოვში სურთ, მოსკოვის პროსპექტი მარიუპოლის პროსპექტი გახდეს

ხარკოველმა ბიზნესმენმა ვსევოლოდ კოჟემიაკომ განაცხადა, რომ ხარკოვის ყველაზე გრძელ ქუჩას - მოსკოვის პროსპექტს - მარიუპოლის ქუჩა ეწოდოს. ამის შესახებ მან 22 მარტს ფეისბუქზე დაწერა.

"ხარკოვის მოსკოვის პროსპექტს დაუყოვნებლივ უნდა ეწოდოს მარიუპოლის", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი აზრით, ეს ახლავე უნდა გაკეთდეს, როცა უკრაინის არმია მარიუპოლისთვის იბრძვის.

პოსტის კომენტარებში იდეას მხარი დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები