კლეიტონი: უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საქართველოს £5 მილიონზე მეტს გამოვუყოფთ

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა

"მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრებს შორის. ნატოს -თვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, გარე საფრთხეების მიმართ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებისთვის ბრიტანეთი საქართველოს £5 მილიონზე მეტ დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით",- წერს ელჩი ტვიტერზე. 

მთავრობის პრესსამსახურის ინფომაციით, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი საკითხები ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და  მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო.

ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

მსგავსი სიახლეები