კრემლი: პუტინი-ბაიდენის სამიტის ორგანიზებაზე საუბარი ნაადრევია

 

ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერის განცხადებით,  რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტების მონაწილეობით სამიტის ჩატარებისთვის „კონკრეტული გეგმები“ არ არსებობს.

„მსგავსი სამიტის ორგანიზებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

20 თებერვალს რუსეთის და საფრანგეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ მხარეები უსაფრთხოების შესახებ კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რომელშიც პუტინი და ბაიდენი მიიღებენ მონაწილეობას.

პესკოვის თქმით, პუტინი და მაკრონი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ბაიდენი-პუტინის შეხვედრა ბევრმა უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვა.

დასავლური სადაზვერვო უწყებების განცხადებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს და იერიშზე „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები