კრემლის პრესსამსახური: გუშინ 2 დრონი თავს დაესხა კრემლის შენობას
კრემლის პრესსამსახურის თქმით, 2 მაისს კრემლის შენობაზე დრონების თავდასხმა განხორციელდა.
კრემლის პერიმეტრიდან ამომავალი კვამლის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
"სპციალური სამსახურებისა და სამხედროების დროული მოქმედების შედეგად და რადიოლოკაციური სისტემების გამოყენებით, საფრენი აპარატები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი. საფრენი აპარატების დაცემისა და ნამსხვრევების გაბნევის შედეგად არავინ დაზარალებულა, არ დაფიქსირდა მატერიალური ზიანიც. ცვლილებები არ შესულა პუტინის გრაფიკში, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,"- ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარს რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს და საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს.
განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ვლადიმირ პუტინი "თავდასხმის" შედეგად არ დაზარალებულა.
მასალა განახლებადია.