კულება: აშშ-ის ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გზაშია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა და გლობალური სასურსათო პრობლემები განიხილა. ამის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა.
„ხსოვნისა და შერიგების დღეს, ევროპაში გამარჯვების დღეს, ჩვენ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად კოორდინირებულად ვგეგმავთ ნაბიჯებს უკრაინის გამარჯვების დასაჩქარებლად. რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი მკაცრი სანქციები გზაშია. განვიხილეთ უკრაინული სურსათის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები“, - წერს მინისტრი.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ საუბარი 8 მაისს შედგა, როდესაც უკრაინა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად აღნიშნავს ხსოვნისა და შერიგების დღეს.