კულება ბრიუსელში: ჩემს დღის წესრიგში სამი პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელში იმყოფება სადაც ალიანსის მიერ ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. 

კულება შეხვდება ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც. შეხვედრის დაწყებამდე დმიტრო კულებამ უკრაინისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. 

"ბრიუსელში იმისთვის ჩამოვიდე, რომ მივიღო მონაწილეობა მინისტერიალში და გავმართო ორმხრივი მოლაპარაკებები ჩვენ მოკავშირეებთან. ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია, იქ სულ სამი პუნქტია: იარაღი, იარაღი და იარაღი". 

კულებას თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანაა, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველა საჭირო ტიპის შეიარაღება, რათა რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე დამარცხდეს და ომი რეგიონის სხვა სახელმწიფოებზეც არ გავრცელდეს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ხალხმა დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა და გამარჯვება, თუმცა უკრაინისთვის საჭირო ყველა ტიპის შეიარაღების გარეშე ეს გამარჯვებები არანორმალური ადამიანური მსხვერპლის ფასად იქნება მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები