კულება: უკრაინა არ დანებდა აქამდე და არ დანებდება
თურქეთში, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს შუამავლობით გაიმართა უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. სადაც ითქვა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
დმიტრო კულებას თქმით, რუსულმა მხარემ ეს საკითხი ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინისთვის წაყენებულ ულტიმატუმს მიაბა - რომლის მიხედვითაც, უკრაინა უნდა დანებდეს და შეწყვიტოს ბრძოლა, რაც კულებას თქმით, არასდროს მოხდება.
"ცეცხლის შეწყვეტას რუსეთი პუტინის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებას უკავშირებს - უკრაინა არ დანებდა აქამდე და არ დანებდება, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ ჯერ ასეთი არ არსებობს. თავგანწირულად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს რუსეთის აგრესიისგან!" - განაცხადა დმიტრო კულებამ.