კვლევა: ამერიკელებს შორის ზელენსკი ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიდერია
მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
Pew Research-ის ჩატარებული კვლევით, უკრაინის პრეზიდენტს ათიდან შვიდი ამერიკელი ენდობა.
გამოკითხულების 33 პროცენტი ზელენსკის „სრულად ენდობა“.
უკრაინის პრეზიდენტს საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მოსდევს 55 პროცენტით.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ამერიკელების 53 პროცენტი ენდობა.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად ამერიკელების 48 პროცენტის ნდობით სარგებლობს.
Pew-ს კვლევის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უნდობლობით განწყობილია ამერიკელების 77 პროცენტი.