კვლევა: პოლონელების 90 %-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილების მიღებას მხარს უჭერს
პოლონელების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინიდან ლტოლვილების მიღებას მხარს უჭერს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც გამოცემა რეჩპოსპოლიტას დაკვეთით ჩატარდა, პოლონელების 58 %-ი ქვეყანაში ყველა მიგრანტის შემოშვებას ემხრობა, ხოლო 35 % „მხოლოდ საფრთხის ქვეშ მყოფი“ უკრაინელების მიღებას.
64 პროცენტი კი რუსეთის დაწყებული ომის გამო დევნილი უკრაინელების დახმარებას პირადად აპირებს.
გაეროს ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, უკრაინა 836 000-მდე პირმა დატოვა.
პოლონეთი უკრაინელების მთავარ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს - მიგრანტების რაოდენობამ უკვე 350 000-ს გადააჭარბა.
პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვრის გასწვრივ მიგრანტების რეგისტრაციის პუნქტები შექმნა.
ათასობით პოლონური ოჯახი აცხადებს, ლტოლვილი უკრაინელების დაბინავებას აპირებს.