კვლევა: სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს ფაშინიანის პარტია იკავებს
2021 წლის 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება.
MPG-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის “ჩემი ნაბიჯის ალიანსია”, რომელსაც მხარს გამოკითხულთა 38.9% უჭერს.
მეორე ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პრორუსული ბლოკი “სომხეთის ალიანსია” - 29.8%, მას მოსდევს პრორუსი სომეხი ოლიგარქის, გაგიკ ცარუკიანის “მდიდარი სომხეთი” - 6.5%.
სომხეთში სრულად პროპორციული სისტემაა. პარლამენტში შესვლისთვის ბარიერი ერთი პარტიისთვის 5%-ია, ხოლო ბლოკებისთვის - 7%.