კვლევა: უკრაინელების 56% აცრას არ აპირებს

უკრაინაში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით მოსახლეობის 18.4% აიცრა, 25% კი აცრას აპირებს, ვკითხულობთ "დემოკრატიული ინიციატივის" ფონდის კვლევაში, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 56% უახლოეს მომავალში აცრას არ გეგმავს - ამ მაჩვენებლით უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

კვლევის თანახმად, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა უფრო მეტად იცრებიან.

14-24 აგვისტოს ჩატარებულ გამოკითხვაში 2001 რესპონდენტი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

 

 

მსგავსი სიახლეები