კვლევა: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად უნგრეთში უჭერენ მხარს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად პორტუგალიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მოსახლეობა უჭერს მხარს. ამას Flash Eurobarometer-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომლის შედეგებიც 5 მაისს გამოქვეყნდა.

რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, როცა ის ამისთვის მზად იქნება.

პორტუგალიაში უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე „მტკიცედ ვეთანხმები“ 48%-მა უპასუხა, „საკმაოდ ვეთანხმები“ კიდევ 39%-მა. შესაბამისად, საერთო მხარდაჭერა 87%-ია.

ესტონეთში ეს მაჩვენებელი 83% იყო (49% + 34%), ლიეტუვაში - 82% (58% + 24%).

უკრაინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა უნგრეთშია - 48% (15% + 33%).

საშუალოდ, ევროკავშირის ქვეყნებში 30% სრულად უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას, 36% - ნაწილობრივ, 12% "საკმაოდ არ ეთანხმება" ამას და 10% - "სრულიად არ ეთანხმება".

რესპონდენტთა 12% გადაუწყვეტელია.

 

მსგავსი სიახლეები