ლა მანშის სრუტეს ევროკავშირის საპატრულო თვითმფრინავი გააკონტროლებს

 

პირველი დეკემბრიდან, ევროკავშირის სასაზღვრო უწყება, ლა მანშის სრუტეში არალეგალური მიგრაციის გასაკონტროლებლად საპატრულო თვითმფრინავს გაგზავნის.

„ფრონტექსის“ გადაწყვეტილება 24 ნოემბერს, სრუტეში 27 არალეგალური მიგრანტის დაღუპვას მოჰყვა, რომლებიც გასაბერი ნავით საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობდნენ.

ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთის სანაპირო ქალაქ კალესთან ახლოს მოხდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ნავზე სულ 34 ადამიანი იმყოფებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მინისტრების საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.

„[ლა მანშის] სრუტე სასაფლაოდ არ უნდა გადავაქციოთ - განაცხადა მაკრონმა - მოვუწოდებ სრუტის მიღმა ჩვენს პარტნიორებს, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ტრეფიკინგის ქსელის ამოსაძირკვად.“


ბოლო დროს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები თევზჭერის უფლების და „ბრექსითით“ გათვალისწინებული სხვა საკითხების გამო დაიძაბა.

მსგავსი სიახლეები