ლინკევიჩუსი: ლუკაშენკო "ომონის პრეზიდენტია"
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ტვიტერზე ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები შეაფასა. მან თქვა, რომ ლუკაშენკო საუკეთესო შემთხვევაში "ომონის პრეზიდენტია" და მისი მოქმედებები - "გიჟური."
"ის იყო ბელარუსის პრეზიდენტი, ახლა კი ის საუკეთესო შემთხვევაში ომონის პრეზიდენტია. კიდევ რა გიჟურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ მისი ქვეყანა ტალახში ჩაძიროს - ამას დრო გვიჩვენებს. დრო ვერ განკურნავს ამ ყველაფერს, უბრალოდ ის უფრო სწრაფად დაუახლოვდება რუსეთს."
----------------------------------------------------
მინსკსა და ვილნიუსს შორის ურთიერთობა ბელარუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმის და რამან პრატასევიჩის უკანონოდ დაკავების შემდეგ მკვეთრად გამწვავდა.
24 მაისს, ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით ლიეტუვისკენ მიმავალი ყველა ფრენა აიკრძალოს.