ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიდის
ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკის სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.
ჰაიდაი ქალაქზე რუსული იერიშის გამანადგურებელ შედეგებზე საუბრობს.
„100 პროცენტით დაზიანდა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ფონდი - 90 პროცენტით“, - წერს ჰაიდაი Facebook-ზე.
დღეს დილით უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში პოზიციები გააძლიერეს.
ლისიჩანსკი, რომელიც სევეროდონეცკთან სტრატეგიულად ახლოს მდებარეობს, უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
ჰაიდაის განცხადებით, უკრაინა კვლავ ახერხებს ლისიჩანსკი-ბახმუტის ლოჯისტიკური ხაზის გამოყენებას, თუმცა ტრასა მუდმივი საარტილერიო დაბომბვის ქვეშ იმყოფება.