ლუკაშენკა საკუთარ თავსა და პუტინზე: ჩვენ ყველაზე ტოქსიკური ხალხი ვართ პლანეტაზე
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარ თავს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თანააგრესორები უწოდა. ეს განცხადება მან 19 დეკემბერს, მინსკში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"აბა, თქვენ იცით, ჩვენ ორი თანააგრესორები ვართ, ყველაზე მავნე, ტოქსიკური ხალხი პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი საკამათო საკითხი გვაქვს - ვინ უფრო მეტად არის. ვლადემირ ვლადემროვიჩი ამბობს, რომ მე ვარ. მე უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ ის არის. საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად, თანაბრად," - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ განმარტა, რომ "ასეთი თეზისები მოდის დასავლეთიდან". მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს მასსა და პუტინს შორის ურთიერთობის გაფუჭება, "ეს არ იმუშავებს".
პუტინი სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფება. მას ასევე ახლდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრისას პრეზიდენტებმა, როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.