ლულა ნავალნის დაღუპვაზე "სპეკულაციების" წინააღმდეგია

ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა გამოეხმაურა, რომელმაც დასავლელ ლიდერებს "სპეკულაციებისგან" და ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია. 

"თუ სიკვდილი საეჭვოა, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რისგან დაიღუპა მოქალაქე,"- ეს განცხადება ლულამ ეთიოპიის დედაქალაქში, აფრიკის კავშირის სამიტზე გააკეთა. 

მას მიაჩნია, რომ შეფასებისა და განსჯისთვის, პირველ რიგში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო. 

"თუკი მათ ახლავე დაადანაშაულებ და იტყვი, რომ არ იცი ვინ იდგა მკვლელობის უკან, ხოლო შემდგომ გაირკვევა, რომ ისინი არ ყოფილან, მაშინ ბოდიშის მოხდა გახდება საჭირო. შესაბამისად, რატომ ჩქარობ დადანაშაულებას?" 

ბრაზილიის პრეზიდენტის აზრით, ალექსეი ნავალნის შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა, ამასთანავე, იგი ეწინააღმდეგება "მკვლელობაში დადანაშაულების ტრივიალიზაციას." 

დასავლეთის ქვეყნებში ბრაზილიის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილი მიდგომისთვის. თავის მხრივ, ლულა კრიტიკულადაა განწყობილი აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ, რაც უკრაინაში დაწყებული რუსეთის აგრესიის შემდეგ, ხილული კიდევ ერთხელ გახდა. 

მან უარი განაცხადა დაწესებული სანქციებისთვის მიერთებას და სხვადასხვა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ  რუსეთთან ერთად, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეებიც ინაწილებენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები