მაიკ პენსმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა.
ამის შესახებ მან შაბათს, ლას-ვეგასში, რესპუბლიკური ებრაული კოალიციის კონვენციაზე განაცხადა.
"ეს ჩემი დრო არ არის... ყოველთვის ვიცოდი, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ არ ვნანობ." - თქვა მან.
პენსი პირველი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელმაც თავისი კამპანია შეაჩერა.
ბოლო გამოკითხვებში მისი მხარდაჭერა უარესდებოდა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამპანიამ ასევე დიდი ვალი დააგროვა: პენსს სექტემბრის ბოლოს 621 000 დოლარის ვალი და ბანკში 1.2 მილიონი დოლარი ჰქონდა, რაც სხვა რესპუბლიკელ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.
"მე ვტოვებ ამ კამპანიას, მაგრამ არასოდეს დავთმობ ბრძოლას კონსერვატიული ღირებულებებისთვის," - წერს ის განცხადებაში.
პენსმა საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა რესპუბლიკელ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, მესამე საპრეზიდენტო დებატამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.