მაკრონი პრემიერობის კანდიდატად შრომის მინისტრ ელიზაბეთ ბორნს დაასახელებს - Le Monde
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ელიზაბეთ ბორნს დაასახელებს, რომელიც აქამდე შრომის და დასაქმების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ინფორმაციას გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ბორნი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის მემკვიდრედ მოიაზრება.
მანამდე პრემიერობის ქალი კანდიდატი ტრანსპორტის და ეკოლოგიურ საკითხთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა.
დღეს მაკრონმა მთავრობის მოქმედ შემადგენლობას და ჟან კასტექსს მადლობა გადაუხადა.
კასტექსი პრემიერად 2020 წლის ივლისში დაინიშნა.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასამტკიცებლად მაკრონს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვება დასჭირდება.