მაკრონი პუტინს უკრაინის ირგვლივ დეესკალაციის თავის გეგმას წარუდგენს - AFP

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვლადიმირ პუტინს, უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განმუხტვის გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო AFP, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

"უახლოეს დღეებში შედგება სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას, ვითარების დეესკალაციის გზას შესთავაზებს",- ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბარში. 

სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში, ასევე, ნათქვამია, რომ 26 იანვარს პარიზში ნორმანდიული ფორმატის პოლიტიკური მრჩეველების შეხვედრა გაიმართება. 

ნორმანდიული ფორმატი 2014 წლის ივნისში, დონბასის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა. ფორმატში 4 სახელმწიფო [რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი] მონაწილეობს. 

ნორმანდიულ ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო ლიდერების მონაწილეობით ბოლო შეხვედრა 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. 

გასული წლის დეკემბერში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ერთობლივად მოუწოდეს ვლადიმირ პუტინს ჩართულიყო ნორმანდიული ფორმატის მუშაობის პროცესში. 

მსგავსი სიახლეები