მაკრონის ბლოკი 25%, მემარცხენე ბლოკი 25% - საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეგზითპოლები გამოქვეყნდა, პირველადი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონისა და მისი მთავარი კონკურენტების მემარცხენე ბლოკი დაახლოებით იდენტური შედეგები აქვთ.
France 24-ის დაკვეთით Ipsos მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით მაკრონის ბლოკმა არჩევნებში დაახლოებით 25.2% მოიპოვა, 25%-ს ფარგლებში მერყეობს მემარცხენე ალიანსის მაჩვენებელიც.
მესამე ადგილს ხმათა 18.9% მარინ ლე პენის გაერთიანება იკავებს, მეოთხე ადგილზე ხმათა თითქმის 14%-ით რესპუბლიკური პარტია გადის.
არსებული ცნობებით არჩევნებზე არ მივიდა ამომრჩევლების 52%-ზე მეტი, რაც საფრანგეთის საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთის საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულია აქედან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობის ბედი მეორე ტურზე გადაწყდება. ფრანგები საარჩევნო ყუთებს მომდევნო კვირას მიუბრუნდებიან.