მალარი: უკრაინის ჯარი ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს, იკავებს სიმაღლეებს

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია ფართო ფრონტზე წინ მიიწევს და წარმატებას აღწევს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს, თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევას, ამიტომ ზოგიერთ რაიონში გადავდივართ შეტევაზე.

კერძოდ, საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ საკმაოდ ფართო ფრონტზე მივიწევთ წინ. ჩვენ გვაქვს წარმატება. ჩვენ ვიკავებთ დომინანტურ სიმაღლეებს. მტერი თავს იცავს, მას უნდა, რომ თავისი პოზიციები შეინარჩუნოს." - თქვა მან.

მალიარის თქმით, სწორედ ბახმუტთან დამარცხების გამო ავრცელებენ რუსები ინფორმაციას უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ. მისი თქმით, სამხრეთში ლოკალური ბრძოლები გრძელდება.

მოგვიანებით მალიარმა დაამატა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევაზე Хортица-ს ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფის ჯარები არიან.

მსგავსი სიახლეები