მანიპულაციაა - კლიჩკო AP-ს ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

კიევის მერის პრესსპიკერმა Asociated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. 

AP-ის მიერ მომზადებულ მასალაში კლიჩკო თითქოს ამბობდა, რომ კიევი ალყაშია, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა და ასეთ პირობებში მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა. 

კლიჩკოს პრესსპიკერის, ოქსანა ზინოვიევას განცხადებით, AP-ის მასალა "სისულელე და მანიპულაციაა". ზინოვიევამ თემასთან დაკავშირებით კლიჩკოს მიმართვაც დააანონსა. 

თავის მიმართვაში კლიჩკომ ამერიკული გამოცემის მასალას ყალბი ამბავი უწოდა და მომხდარში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. 

კლიჩკომ ისაუბრა ქალაქში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც და საკომენდანტო რეჟიმში შესული ცვლილებების შესახებაც გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები