მარიუპოლის მერია: ‘აზოვსტალის’ ტერიტორიაზე 100-მდე მშვიდობიანი უკრაინელი რჩება

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ასამდე მშვიდობიანი უკრაინელი რჩება.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ოკუპანტები ფოლადის საწარმოო კომპლექსის აღებას ცდილობენ, რომელსაც უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ იცავს.

7 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიიდან ყველა ქალის, ბავშვის და ხანდაზმულის ევაკუაცია განხორციელდა.

მოგვიანებით „აზოვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა ნანგრევებში ჩახერგილი იყოს და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა „აზოვსტალის“ შტურმი განაახლა, რომელიც მცირე ხნით მშვიდობიანების ევაკუაციის გამო იყო შეჩერებული.

 

მსგავსი სიახლეები