მედვედევი: სპეცოპერაცია კიევის რეჟიმის განადგურებამდე გაგრძელდება

დმიტრი მედვედევის თქმით, ე.წ. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში კიევის რეჟიმის განადგურებამდე გაგრძელდება. 

ამის შესახებ პოსტი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა თავის ტელეგრამ არხზე ე.წ. ახალი რეგიონების შემოერთების დღესთან დაკავშირებით წერს

ამგვარად მედვედევი ისტორიულს და საბედისწეროს უწოდებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 1 წლის წინ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე ჩაატარეს. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია კიევის ნაცისტური რეჟიმის სრულ განადგურებამდე და ძირძველი რუსული მიწების გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ხოლო ახალი რეგიონების რიცხვი რუსეთის შემადგენლობაში გაიზრდება',- წერს მედვედევი. 

კონტექსტი 

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა პროცესი, რომელსაც უკრაინის 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უწოდებდნენ. 

ე.წ. რეფერენდუმების შედეგად რუსეთმა უკრაინის 4 ოლქის ანექსირება მოახდინა - ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპორიჟია და ხერსონი, აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმია სრულად ვერცერთ ოლქს ვერ აკონტროლებს. 

 

მსგავსი სიახლეები