მელიტოპოლში ადგილობრივ კოლაბორანტს თავს დაესხნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, ადგილობრივ კოლაბორანტ ანდრეი სიგუტას თავს დაესხნენ, რომელიც დამპყრობლებმა "მელიტოპოლის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად" დანიშნეს. ამის შესახებ ტელეგრამზე კიდევ ორმა კოლაბორანტმა ალექსეი სელივანოვმა და ვლადიმერ როგოვმა განაცხადეს.

სელივანოვი, რომელიც დამპყრობლების მიერ "ზაპოროჟიეს რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ" დაინიშნა, წერს, რომ მკვლელობის მცდელობა გუშინ ღამით იყო. მისი თქმით, სიგუტა არ დაშავებულა.

"ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს" ე.წ. წევრმა როგოვმა დააკონკრეტა, რომ სიგუტას სახლს ესროლეს. მისი თქმით, თავდამსხმელი დაკავებისას მოკლეს.

სიგუტა მელიტოპოლის მერვე მოწვევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. ის ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები