მერკელი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება
გერმანული მედიის ცნობით, კანცლერი ანგელა მერკელი პარასკევს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.
მერკელის მიზანია ამ ნაბიჯით გაფანტოს AstraZeneca-ს მიმართ არსებული ეჭვები. გერმანიის ხელისუფლება აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 60 წლიდან ასაკის ადამიანებს ცრის.
ასაკობრივი შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ თრომბოემბოლიის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
ხუთშაბათს კიდევ ერთი ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აიცრა.
ფონ დერ ლეიენს მუდმივად აკრიტიკებენ ევროკავშირში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა: “მას შემდეგ, რაც ევროკავშირში 100 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, მიხარია, რომ დღეს ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება.”
ევროკომისიის ცნობით, ფონ დერ ლეიენი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ოთხშაბათს ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ BioNTech/Pfizer-თან კიდევ 1.8 მილიარდი ვაქცინის დოზის შესყიდვაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
ოთხშაბათს ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ BioNTech/Pfizer-თან კიდევ 1.8 მილიარდი ვაქცინის დოზის შესყიდვაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.