MI6-ის უფროსი: “უგუნური” რუსეთის ძალაუფლება მცირდება
“უგუნური” რუსეთის ქმედებები შემაშფოთებელია, მაგრამ მოსკოვის ძალაუფლება მცირდება", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ახალმა უფროსმა.
MI6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა ისაუბრა უკრაინის საზღვარზე გამწვავებულ ვითარებაზე და გავრცელებულ ცნობებზე, რომ ჩეხეთში იარაღის ქარხანა რუსულმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს.
“როდესაც შენ ხედავ უგუნურ ქმედებებს, რა თქმა უნდა, შემდეგ შენ უყურებ რა ხდება უკრაინაში, ცხადია ეს გვაწუხებს”, - თქვა მურმა კვირას Times Radio-სთან ინტერვიუში.
წინა კვირას, მოსკოვმა განაცხადა, რომ გაიყვანდა უკრაინის საზღვართან მობილიზებულ 100,000 ჯარისკაცს. მურის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ გააფრთხილეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რა ზიანს მიიღებდა ინტერვენციის შემთხვევაში.
შეშფოთების მიუხედავად, მურმა თქვა, რომ მოსკოვის ძალაუფლება იკლებს:
“რუსეთი ობიექტურად დაღმავალი ძალაა ეკონომიკურად და დემოგრაფიულად,” განაცხადა მან. “და ცხადია ალექსეი ნავალნის მიმართ ასეთი მოპყრობა და ამ ფონზე ყველამ ვნახეთ ათასობით დემონსტრანტი მთელი რიგი ქალაქების ქუჩებში, ცხადყოფს, რომ პუტინის მიმართ უკმაყოფილება არსებობს.”
მური დაზვერვის სამსახურის პირველი უფროსია, რომელმაც სამაუწყებლო ინტერვიუ მისცა.