МИД: "ანგლოსაქსებს" ნებისმიერ ფასად ომი სჭირდებათ
"პროვოკაცია, დეზინფორმაცია და მუქარები დასავლური ქვეყნების საყვარელია ხერხია გადაჭრან საკუთარი პრობლემები",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
"თეთრი სახლის ისტერიკა ძალიან ნიშანდობლივია - ანგლოსაქსებს ნებისმიერ ფასად ომი სჭირდებათ"- წერს ზახაროვა საკუთარ ტელეგრამის არხზე.
ზახაროვას განცხადებამდე გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებაც, რომელშიც რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს შეთქმულებასა და უკრაინის ირგვლის ხელოვნურ ესკალაციაში ადანაშაულებდა.
"დასავლეთი ცდილობს დააჯეროს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ სურთ მსოფლიოს ყურადღება გადაიტანონ მათგან მომდინარე აგრესიიდან",- წერია МИД-ის განცხადებაში.