მიეცით უკრაინას თუნდაც ბირთვული იარაღი, ამას ვამბობ როგორც მემარცხენე - ჟიჟეკი
სლავოი ჟიჟეკმა ინტერვიუ მისცა ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანს, სადაც მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ომზე უკრაინაში.
სლოვენიელი ფილოსოფოსის აზრით, მემარცხენეები, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, ვერ იაზრებენ სახიფათო მოცემულობას სათანადოდ.
"ზოგიერთი ჩემი შეშლილი მემარცხენე მეგობარი იმასაც ამტკიცებს, რომ რუსეთი კარგია, რადგანაც ნატოს მოწინააღმდეგეა. შეიშალნენ? ნახეთ, ვის უჭერს მხარს რუსეთი დასავლეთ ევროპაში, მხოლოდ რადიკალ მემარჯვენეებს: ლე პენი, ალტერნატივა გერმანიისთვის და ა.შ"- ამბობს ჟიჟეკი.
მისი თქმით, პუტინი "ბნელი კონსერვატორი ფანატიკოსია," რომელსაც იმპერიალისტუირ ზრახვები ამოძრავებს.
"ხალხის პროვოცირება რომ მოვახდინო, ვფიქრობ, რომ უკრაინას თუნდაც ბირთვული იარაღი უნდა მისცენ, ამას ვამბობ, როგორც მემარცხენე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის აღწერისას, ჟიჟეკმა ახსენა საქართველო, როგორც ამ აგრესიული სტრატეგიის ერთ-ერთი საწყისი წერტილი.
"საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ნათელია, რომ ეს დაიწყო საქართველოთი, გაგრძელდა ყირიმით, მოლდოვათი და ა.შ. რუსეთს იმპერიალისტური გაფართოვების სურვილი არ დაუმალვს, და ვფიქრობ - რაც უფრო დიდხანს ავიტანთ ამას, მით უფრო შემზარავი იქნება საბოლოო კონფრონტაცია."
პუტინის პოლიტიკის გასაანალიზებლად, მან რუსულ მედიაში არსებული ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სრულად ეფუძნება რელიგიურ ფუნდამენტალიზმს.
"ჩვენ უნდა წავიკითხოთ ის საშინელებები, რასაც ისინი ამბობენ [რუსული მედია]. უკრაინაში მიმდინარე ომს, ისინი ახასიათებენ, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ბრძოლას დემონური სატანიზმის წინააღმდეგ. ისინი არ ჩამოუვარდებიან არაბებს - რელიგიური ფანატიკოსები არიან, ყველაზე ცუდი გაგებით."
საუბრის დროს, სლავოი ჟიჟეკმა დასავლეთის ქვეყნები უკრაინისადმი არასაკმარისი მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა, რაც მისი აზრით, რუსეთის ზომაზე მეტად არგაღიზიანებითა და საკუთარი ცხოვრების დონის გაუარესების შიშით არის გამოწვეული.