მორავიეცკის თქმით, უკრაინა MiG-29-ების კიდევ ერთი პარტიას მიიღებს
პოლონეთი უკრაინას MiG-29 გამანადგურებლების პარტიას გადასცემს. ამის შესახებ 13 აპრილს ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონელ სამხედროებს MiG-29-ები აღარ სჭირდებათ, რადგან "მომავალ წლებში" პოლონეთი F-35-ებს მიიღებს. გარდა ამისა, როგორც მორავიეცკიმ აღნიშნა, პოლონეთის სამხედრო ავიაციას ჰყავს 48 F-16 გამანადგურებელი და ასევე "სარგებლობს მოკავშირეების მხარდაჭერით".
პრემიერის განცხადებით, ვაშინგტონმა F-22-ის ტიპის გამანადგურებლების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა როტაციაზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.
დღეს Spiegel-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიის მთავრობამ პოლონეთს MiG-29-ების უკრაინისთვის მიწოდების უფლება მისცა.
კონტექსტი
პოლონეთი და სლოვაკეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საბჭოთა MiG-29-ებს გადასცემენ.
17 მარტს, სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის 13 MiG-29-ის საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება, ხოლო 23 მარტს თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა, რომ ოთხი მათგანი უკვე უკრაინაშია.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმაც გადასცა პირველი თვითმფრინავები უკრაინას (5 აპრილის მდგომარეობით - უკვე რვა).